სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-13 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ „სეული“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი დუბლი შეასრულა.
ყაზაიშვილმა 49-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახადა, ხოლო 20 წუთში მეორე გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მიმდინარე სეზონში ქართველ შემტევს 12 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
„ულსანი“ 34 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „სეულს“ 11 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 21 მაისს, „სუვონს“ ესტუმრება.