„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მე-13 ტურის მატჩი ჩაატარა და სტუმრად „ოლიმპიაკოსთან“ უშანსოდ დამარცხდა.
ბერძნული გუნდი გაცილებით მაღალი დონისაა, შესაბამისად, საბოლოო შედეგი გასაკვირი არ ყოფილა. „ოლიმპიაკოსმა“ სამ პერიოდში 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, ბოლო მეოთხედი კი ფრედ დასრულდა. საბოლოოდ, ბერძნულმა გუნდმა 19:10 მოიგო.
„დინამო თბილისი“ 2 მოგებით და 11 წაგებით A ჯგუფში ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა, მომდევნო და ბოლო ტურში კი 24 მაისს, „ბარსელონას“ ესტუმრება, რომელიც ჯგუფის ლიდერია.
„ოლიმპიაკოსი“ – „დინამო თბილისი“ 19:10 (5:1, 4:2, 6:3, 4:4)