ფეხბურთი

22:17 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰაქიმს „რეალში" დაბრუნება სურს

პსჟ-ის მცველი, აშრაფ ჰაქიმი, მადრიდის „რეალში“ დაბრუნებაზე ოცნებობს - გვამცნობს L’Équipe.

შეგახსენებთ, რომ მაროკოელი მადრიდული კლუბის აღზრდილია.

ჰაქიმს სურს, მაგრამ პსჟ-ის ყატარელი მფლობელები მზად არ არიან „რეალთან“ მოლაპარაკებისთვის.

მაროკოელმა მცველმა მიმდინარე სეზონში პარიზულ კლუბში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი პსჟ-სთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113233