გარემარბი ედენ აზარი და თავდამსხმელი მარიანო დიასი, მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში პრიმერას 34-ე ტურის მატჩში „ხეტაფეს" წინააღმდეგ ითამაშებენ - წერს Marca.
წყაროს ცნობით, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩამდე როტაციას აპირებს.
აზარი და დიასი „ხეტაფესთან" შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ აზარი მადრიდის „რეალის" მატჩებში პირველი წუთებიდან 3 იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა.
„რეალისა" და „ხეტაფეს" მატჩი დღეს, 13 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.