დოჰაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში (ინდივიდუალურ პირველობაში), რომელიც საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა.
საქართველო პლანეტის პირველობაზე 12 ძიუდოისტით გამოვიდა (9 ვაჟი, 3 გოგონა) და 4 მედალი მოიპოვა, საიდანაც ორი უმაღლესი სინჯის იყო. მხოლოდ მამაკაცთა შედეგებით, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, შედგა ქართული ფინალიც, ასევე გვყავს ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროსმედალოსანი - ყველაფერი ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ძალიან წარმატებული ჩემპიონატი გამოვიდა.
დღეს მძიმე წონაში ტედი რინერმა მოიპოვა ოქროს მედალი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი მე-11-ედ გახდა! გთავაზობთ კაცთა და ქალთა შორის, ყველა წონითი კატეგორიის მედალოსნებს - ვაჟთა შეჯიბრის შედეგები:
60 კგ
1. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი)
2. დილშოდბეკ ბარატოვი (უზბეკეთი)
3. გიორგი სარდალაშვილი (საქართველო)
3. ჰარიმ ლი (სამხრეთ კორეა)
66 კგ
1. ჰიფუმი აბე (იაპონია)
2. იოშირო მარუიამა (იაპონია)
3. ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)
3. ბაშხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი)
73 კგ
1. ნილს სტამპი (შვეიცარია)
2. მანუელ ლომბარდო (იტალია)
3. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
3. მუროდიონ იულდოშევი (უზბეკეთი)
81 კგ
1. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
2. მატიას კასე (ბელგია)
3. იონვან ლი (სამხრეთ კორეა)
3.ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
90 კგ
1. ლუკა მაისურაძე (საქართველო)
2. ლაშა ბექაური (საქართველო)
3. სანშირო მურაო (იაპონია)
3. მარკუს ნიმანი (შვედეთი)
100 კგ
1. არმან ადამიანი (რუსეთი)
2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
3. პეტერ პალჩიკი (ისრაელი)
3. ზელიმ კოცოიევი (აზერბაიჯანი)
+100 კგ
1. ტედი რინერი (საფრანგეთი)
2. ინალ ტასოევი (რუსეთი)
3. რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3. ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი)
ქალთა შეჯიბრის შედეგები
48 კგ
1. ნაცუმი ცუნოდა (იაპონია)
2. შირინ ბუკლი (საფრანგეთი)
3. ასუნა სკუტო (იტალია)
3. ვაკანა კოგა (იაპონია)
52 კგ
1. უტა აბე (იაპონია)
2. დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი)
3. ოდეტე ჯუფრიდა (იტალია)
3. ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)
57 კგ
1. კრისტა დეგუჩი (კანადა)
2. ჰარუკა ფუნაკუბო (იაპონია)
3. ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა)
3. ენხ ლხაგვატოგოო (მონღოლეთი)
63 კგ
1. კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)
2. ანდრეია ლესკი (სლოვენია)
3. იოან ვან ლეიშოუტი (ნიდერლანდები)
3. სოფი ოზბასი (უნგრეთი)
70 კგ
1. საკი ნიიზოე (იაპონია)
2. ჯოვანა სკოჩიმარო (გერმანია)
3. ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
3. მიქაელა პოლერესი (ავსტრია)
78 კგ
1. ინბარ ლანირი (ისრაელი)
2. ოდრი ჩეუმეო (საფრანგეთი)
3. ალიჩე ბელანდი (იტალია)
3. გუუსი სტენჰუისი (ნიდერლანდები)
+100 კგ
1. აკირა სონე (იაპონია)
2. ჯულია ტოლოფუა (საფრანგეთი)
3. რაზ ჰერშკო (ისრაელი)
3. ბეატრის სოუზა (ბრაზილია)
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქროს, ლაშა ბექაურმა ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა (მაისურაძე-ბექაური), ასევე პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს (გრიგალაშვილი) და ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ. გამოსარჩევია, რომ მამაკაცთა შორის, ქალთა შეჯიბრის შედეგებს თუ არ გავითვალისწინებთ, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდა. მეორე ადგილზე იაპონიის ვაჟთა ნაკრები გავიდა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ გუნდური პირველობით დასრულდება. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეული ნაკრები პირველ წრეში მონღოლეთს დაუპირისპირდება.