ფეხბურთი

13:49 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის ავსტრიული და შოტლანდიური ვარიანტები

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სეზონის ბოლოს „სლოვანს“ დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკებს მისი გამოსყიდვის სურვილი აქვთ, მაგრამ არა სახსრები.

ჩაკვეტაძეს „გენტთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შესაბამისად, ბელგიაში დაბრუნება მოუწევს, მაგრამ არც მისი მიზანია იქ თამაში და არც ბელგიელებს სურთ მისი დაბრუნება. ამ დროისთვის გიორგის ორ კლუბს უკავშირებენ - ვენის „რაპიდს“ და „აბერდინს“.

ავსტრიელებს ჩაკვეტაძის გამოსყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვთ, მათი მიზანია ის იჯარით გადაიბირონ. თავის მხრივ, „აბერდინმა“ შეიძლება ის იყიდოს, მაგრამ ამისთვის მინიმუმ 5 მილიონი ევრო იქნება საჭირო, ამიტომაც, არაა გამორიცხული შოტლანდიელებმაც აქცენტი იჯარაზე გააკეთონ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „სლოვანის“ მაისურით 42 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

0.132325