მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა, ამჟამად კი „ვულვერჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, „ბარსელონას“ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსზე ისაუბრა, რომელიც კატალონიურ კლუბს 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს დატოვებს.
„ბუსკეტსი უნიკალური მოთამაშეა. მოედანზე საფეხბურთო ინტელექტის მხრივ, ბადალი ცოტა თუ მოეძებნება. ჩემთვის სერხიო საუკეთესო ნახევარმცველია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში.“ - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს Barca Buzz ტვიტერზე.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუსკეტსი, ლიონელ მესის კვალად, საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“ გადავა. სერხიოს ასევე აქვს ვარიანტები ამერიკის MLS ლიგაში.
ბუსკეტსი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის 2008 წლიდან თამაშობს კლუბში.