საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს და უკვე ცნობილია მეტოქეები, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე შეხვდება.
წილისყრის შედეგად, საქართველო E ჯგუფში მოხვდა, სადაც შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებების კონკურენციას ეცდება.
E ჯგუფი
შვედეთი, ნიდერლანდები, ბოსნია, საქართველო
საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩები მანჰაიმში ჩატარდება. ტიტე კალანდაძის გუნდის კალენდარიც ცნობილია:
11 იანვარი: ნიდერლანდები - საქართველო
13 იანვარი: საქართველო - შვედეთი
15 იანვარი: ბოსნია - საქართველო
სხვა ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი
საფრანგეთი, გერმანია, ჩრდ. მაკედონია, შვეიცარია
B ჯგუფი
ესპანეთი, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი
C ჯგუფი
ისლანდია, უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო
D ჯგუფი
ნორვეგია, სლოვენია, პოლონეთი, ფარერები
F ჯგუფი
დანია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი
თითოეული ჯგუფიდან მეორე ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო ორ-ორი გუნდი გავა და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 10-28 იანვარს გერმანიაში ჩატარდება. ტურნირს 6 ქალაქი, დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი უმასპინძლებს.