ძიუდო

16:48 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალშია და ოქროს მედლამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს.

გრიგალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი მაროკოელი აშრაფ მოუტი იპონით იოლად დაამარცხა, შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ტაჯიკ შოდმონ რიზოევსაც ადვილად აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში დამატებით დროში ოქროს ქულით ავსტრიელ ვაჩიდ ბორჩაშვილს მოუგო. ნახევარფინალში ტატომ გაიბრწყინა და წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარით, შესაბამისად იპონით სამხრეთკორეელი იონვან ლი დაამარცხა. ამრიგად, ზედიზედ მესამედ გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. მან 2021 წელს ბუდაპეშტში ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ერთი წლის წინ ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ასე რომ ზედიზედ მეორე ტიტულისკენ მიიწევს. ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება, 23 წლის ქართველის მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იქნება. სხვათა შორის, ეს ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ შედგება!

დღესვე ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ეთერ ასკილაშვილმა, მაგრამ პირველივე წრეში ანგოლელ დიასონემა მუჩუნგუისთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, რომელიც გიორგი სარდალაშვილის (60 კგ) აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11393