გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა აპრილის თვის შედეგებით. ინფორმაციას ფრანგული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
გიორგის გამოკითხულთა ხმების 61% ერგო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ქართველმა შემტევმა აპრილში 5 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.
გიორგის, რომელიც 22 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია, 13 მაისს, „გრენობლთან“ მატჩის წინ დააჯილდოებენ.