კალათბურთი

14:00 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუკერისა და დურანტის გარჯა ამაო გამოდგა, იოკიჩმა "დენვერი" დააწინაურა (+VIDEO)

დღის მეორე შეხვედრაში „დენვერმა“ შინ „ფინიქს სანსი“ 118:102 დაჯაბნა და სერიაში 3:2 დაწინაურდა. „ნაგეტსს“ ბრწყინვალე პირველი და მესამე პერიოდი ჰქონდა, რაც მოსაგებად საკმარისი გამოდგა.

დენვერელთა გამარჯვება კი პირველ რიგში ნიკოლა იოკიჩის დამსახურებაა, რომელმაც 29 ქულა, 13 მოხსნა და 12 პასი მიითვალა. „ფინიქსში“ დევინ ბუკერი 28 ქულით გამოირჩა. კევინ დურანტის კი 26 ქულით, 11 მოხსნით და 7 პასით ორამგი დუბლი ჰქონდა.

სერიის მომდევნო მატჩს 12 მაისს, ფინიქსშია ჩანიშნული და „სანსს“ ბოლო შანსი აქვს, რომ ბრძოლაში დარჩეს.

0.121759