ფეხბურთი

13:27 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო ბუსკეტსი სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს

სერხიო ბუსკეტსი სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ესპანელმა გადაწყვიტა კლუბი პოზიტიურ მომენტში დატოვოს, რადგან ცოტა ხანში ის ლა ლიგის თასს კაპიტნის რანგში ასწევს. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თვითონ ვეტერანმა ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა.

მოსალოდნელია, რომ ბუსკეტსი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, დაინტერესებული MLS-ის კლუბებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსს „ბარსელონას“ გარდა არსად აქვს ნათამაშები. ესპანელმა 2008 წლიდან დღემდე „ბლაუგრანას“ რიგებში 719 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110261