„მილანი“ ახლოსაა რაფაელ ლეაუს კონტრაქტის განახლებასთან. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და სულ მალე ის წარმატებით უნდა დასრულდეს.
როდესაც მხარეები ბოლო დეტალებზე შეთანხმებიან, ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდება, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება.
„მილანმა“ რაფაელ ლეაუ 2019 წელს „ლილიდან“ 23 მილიონ ევროდ დაიმატა. მანამდე პორტუგალიელი ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშობდა. „როსონერის“ მაისურით 23 წლის გარემარბმა 159 მატჩი ჩაატარა და 40 გოლის გატანა მოახერხა.