საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური გორის „დილას“ და „საბურთალოს“ მატჩით დაიწყო, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„დილა“ დიდებული სერიით შეხვდა ამ თამაშს, „დინამო თბილისს“, „ტორპედოს“ და „დინამო ბათუმს“ მიჯრით მოუგო, მაგრამ „საბურთალოსთან“ 3 ქულა ვეღარ მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან ახლოს იყო მოგებასთან.
„დილა“ 74-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა დააწინაურა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გურამ გოშთელიანმა გაათანაბრა, რომელმაც გორელთა მეკარის, ევგენ კურეჩენკოს შეცდომით ისარგებლა - მას ბურთი ხელიდან გაუვარდა და გოშთელიანმაც ცარიელ კარში გაიტანა.
„საბურთალო“ 23 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო გორის „დილას“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.
გოლები: 1:0 კოვტალიუკი (74), 1:1 გოშთელიანი (90)