ძიუდო

15:44 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანიც გავარდა: საქართველოს უმედლო დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლო გამოდგა, რადგან ორივე ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ჯერ 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველივე ბრძოლა წააგო და გავარდა, ხოლო ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატს ეთერ ლიპარტელიანიც გამოეთიშა. 57 კგ წონით კატეგორიაში მან ჩინელი ქი ცაი ვაზარით დაამარცხა, მაგრამ მესამე წრეში ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან დამატებით დროში დამარცხდა და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მედალია, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

0.118975