ფეხბურთი

10:49 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლალანამ მილნერი „ბრაიტონში“ გადასვლაში დაარწმუნა

„ბრაიტონის“ ნახევარმცველი, ადამ ლალანა, ყოფილ ლივერპულელ თანაგუნდელს, ჯეიმს მილნერს, ამ ზაფხულს „თოლიების“ რიგებში გადასვლის გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა - გვამცნობს Football Insider.

ლალანამ ხუთი წელი გაატარა „ლივერპულში“ მილნერთან ერთად (2015 - 2020). ისინი დღემდე კარგი მეგობრები არიან. ჯეიმსს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და 3 მაისს გამოცხადდა, რომ პრემიერლიგის ვეტერანი, „ბრაიტონში“ გადავა.

ადამმა „ბრაიტონში“ ყველა ტურნირზე 74 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბრაიტონი“ ამ სეზონში ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. პრემიერლიგაში 33 მატჩის შემდეგ 53 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.127394