ფეხბურთი

10:07 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ლეაო: „არ ინერვიულოთ, მალე დავბრუნდები“

„მილანის“ გარემარბმა, რაფაელ ლეაუმ საკუთარ ტრავმასა და კილიან მბაპეზე კითხვებს უპასუხა.

„მალე გამოვჯანმრთელდები ტრავმისგან. არ ინერვიულოთ, ოპტიმისტი ვარ. მკურნალობა კარგად მიმდინარეობს. ცოტა ხანში მწყობრში ვიქნები.

მბაპეს „მილანში" ნახვა მინდა. ის „როსონერის“ დიდი გულშემატკივარია.“ - ციტირებს ტვიტერში ლეაუს სიტყვებს ჟურნალისტს ნიკოლო სკირა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ლაციოსთან" მატჩის მე-10 წუთზე ლეაუ შეცვალეს. წინასწარი ინფორმაციით, პორტუგალიელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

მიმდინარე სეზონში ლეუმ „როსონერის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა 13 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113573