ძიუდო

20:00 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, 66 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ვაჟა მარგველაშვილი, რომელსაც ბრინჯაოს მოპოვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

მარგველაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ესტონელი ოსკარ პერტელსონი დაამარცხა, ხოლო შემდეგ მონღოლ ერხემბაიერ ბატოგტოხს აჯობა, მეოთხედფინალში კი ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ვაჟამ ქართველ იაგო აბულაძეს მოუგო, რომელიც ნეიტრალური დროშით ასპარეზობდა. ამრიგად, მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიიღო, სადაც დამატებით დროში ნევაზათი წააგო მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეისთან.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა, ხოლო ხვალ ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებენ.

0.112166