საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტურში „ლიონმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა და გულშემატკივარმა საოცარი თამაში იხილა.
„ლიონმა“ მეტოქეს 5:4 მოუგო, რაც თავისთავად უკვე გამოსარჩევია, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა განსაკუთრებული იყო. მასპინძლები ალექსანდრ ლაკაზეტის გოლით იგებდნენ, მერე კი „მონპელიეს“ 20 წლის თავდამსხმელის, ელი ვაჰის ბენეფისის ჯერი დადგა, რომელმაც პოკერი შეასრულა, თანაც ძალიან მოკლე მონაკვეთში გაიტანა ოთხივე გოლი.
„მონპელიე“ 4:1-ს იგებდა და თითქოს 3 ქულა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ „ლიონმა“ წარმოუდგენელი რამ შეძლო, მეტოქეს შემდეგ 4 გოლი გაუტანა და 5:4 მოიგო. ალიე ვაჰის პოკერს კი პოკერითვე უპასუხა ლაკაზეტმა!
„ლიონი“ – „მონპელიე“ 5:4 (1:2)
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (31), 1:1 ვაჰი (40), 1:2 ვაჰი (41), 1:3 ვაჰი (53), 1:4 ვაჰი (55), 2:4 ლაკაზეტი (59), 3:4 ლოვრენი (70), 4:4 ლაკაზეტი (82), 5:4 ლაკაზეტი (90, პენ)