„რედ ბულის“ სერხიო პერესი მაიამის დიდი პრიზის რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს. მან პოული პირველი ცდის წყალობით მოიპოვა, რომელზეც საუკეთესო დრო დააფიქსირა. მეორე ცდა კი ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო, რადგან კვალიფიკაციის მიწურულს, ავარია მოუვიდა შარლ ლეკლერს და ამის გამო, რბოლა შეწყდა.
მალევე გაირკვა, რომ მეორე ცდისთვის პილოტები გასახურებელი წრის შესრულებასაც ვეღარ ასწრებდნენ, რის გამოც, რბოლა აღარ განახლდა და საბოლოო შედეგები, პირველი ცდების შესაბამისად დადგნდა.
ამის გამო, კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილში, დროის დაფიქსირება ვერ შეძლო მაქს ფერსტაპენმა, ვისაც პირველ ცდაზე შეცდომა მოუვიდა და ამის გამო, ის არ დაუფისქირებია. ათეულში გასვლა ვერ შეძლო ლუის ჰამილტონმა.
რბოლის სტარტზე, წინა რიგში პერესთან ერთად, ფერნანდო ალონსო დადგება, მესამე პოზიციას კი კარლოს საინსი დაიკავებს.
მაიამის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1’26.841
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1’27.202
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1’27.349
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1’27.767
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1’27.786
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1’27.804
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1’27.861
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1’27.935
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) დროის გარეშე
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) დროის გარეშე
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1’27.795
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) 1’27.903
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1’27.975
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1’28.091
- ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1’28.395
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1’28.394
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1’28.429
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1’28.476
- ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1’28.484
- ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) 1’28.577