ფეხბურთი

0:16 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: „დამსახურებული სამი ქულაა და ჯილდო შრომისმოყვარეობისთვის“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში „ბორნმუთთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:3) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. ეს „ლურჯების“ პირველი მოგება გახლდათ ფრენკის მთავარ მწვრთნელდ მისვლის შემდეგ.

„ძალიან მიხარია. ჩვენ გვქონდა წარუმატებლობის ხანგრძლივი სერია. გუნდს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. თუმცა, დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით. რა თქმა უნდა, ბიჭებისთვის ეს სასიამოვნო ნაბიჯია. დიდი ხანია მუხლჩაუხრელად შრომობენ.

ჩვენმა თითოეულმა მოთამაშემ კარგად ითამაშა. ჟოაუ ფელიქსი შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა. ზოგადად, დღეს „ჩელსის“ ყველა მოთამაშე აქტიური გახლდათ. ზუსტად ამას ველოდი ბიჭებისგან.

გვყავს რამდენიმე ახალწვეული. მჯერა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელიმემ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი თუ არა, რადგან ისინი პლანეტის უძლიერეს ლიგაში გადმოვიდნენ. ზოგიერთი დამწყები ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თამაშს.

გასაგებია, რომ გუნდს შეიძლება გაუჭირდეს რიტმის პოვნა, ნდობის მოპოვება, მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111769