NBA-ს მეოთხედფინალურ სერიაში „ფინიქს სანსმა“ მესამე მატჩში „დენვერი“ დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა. მასპინძლებმა მეორე მეოთხედი ჩაატარეს განსაკუთრებით კარგად, რომელიც 17 ქულით მოიგეს და გარდამტეხიც ეს გამოდგა. საბოლოოდ, „ფინიქსმა“ მეტოქეს 121:114 აჯობა.
„სანსის“ რიგებში ბრწყინვალე თამაში ჰქონდა დევინ ბუკერს, რომელმაც 42 წუთში 47 ქულა ჩააგდო, რასაც 6 მოხსნა და 9 პასი დაამატა. მას მხარი კევინ დურანტმაც მაგრად აუბა, რომელმაც 39 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, შესაბამისად, სამმაგ დუბლთან ძალიან ახლოს იყო.
„დენვერში“ ჯამალ მიურეი იყო, რომელმაც 32 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. თუმცა, „ნაგეტსის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა, თანაც როგორი? 30 ქულა, 17 მოხსნა და 17 პასი! სერბი კალათბურთელის საოცარმა გარჯამ „დენვერი“ მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.
სერიაში „დენვერი“ 2:1-ს იგებს, მომდევნო მატჩი კი 8 მაისს, ისევ ისევ ფინიქსში გაიმართება.