ფეხბურთი

20:41 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცომ თანაგუნდელებს მიმართა: "ეს გამარჯვება სამუდამოდ გვაერთიანებს"

საზეიმო ვახშამზე „ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ თანაგუნდელებს სიტყვით მიმართა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს გამარჯვება მათ სამუდამოდ აერთიანებით, განურჩევლად იმისა, ვინ დატოვებს გუნდს და ვინ - არა.

„სეზონის წინ ჩვენი არავის სჯეროდა, არავის! თუმცა, შრომითა და თავგანწირვით წარმოუდგენელი შედეგის მიღწევა შევძელით. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ზოგი მიდის, ზოგი რჩება, მაგრამ ეს წარმატება სამუდამოდ გვაერთიანებს“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა, 1990 წლის შემდეგ კი პირველად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113448