„მილანის“ ვეტერანი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა „მონცაში“ გადავიდეს. Footy Mercato-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
„მონცას“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, გენერალური დირექტორი კი ადრიანო გალიანი, რომლებიც იბრას კარგად იცნობენ, რადგან 2010 წელს „მილანში“ სწორედ მათ გადაიბირეს.
41 წლის შვედს, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა, „როსონერისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მილანელები დიდი ალბათობით, თანამშრომლობის განახლებას არ გეგმავენ.
იბრაჰიმოვიჩი კი ასაკისა და ტრავმების მიუხედავად, კარიერის გაგრძელებას აპირებს და ამიტომაც, „მონცას“ ვარიანტს სავარაუდოდ დათანხმდება.