100 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ოლიმპიური მედლების მფლობელი, ამერიკელი სპრინტერი ტორი ბოუი 32 წლისა გარდაიცვალა. მისი მენჯმენტი გარდაცვალების მიზეზს არ აკონკრეტებს.
ბოუი მსოფლიო ჩემპიონი 2017 წელს, ლონდონში გახდა, რიოს ოლიმპიადაზე (2016 წელს) კი სამი მედლის მოპოვება შეძლო.
„განადგურებული ვართ იმით რომ ამ სამწუხარო ამბის გამოქვეყნება გვიწევს. ტორი ბოუიმ ეს ქვეყანა დატოვა. ჩვენ დავკარგეთ კლიენტი, ძვირფასი მეგობარი, შვილი და და. ტორი ჩემპიონი იყო. სინათლის შუქურა, რომელიც ასე ანათებდა! ძალიან გულდასაწყვეტია“, - ნათქვამია „აიკონ მენეჯმენტის“ განცხადებაში.
რიო დე ჟანეირუს ოლიმპიადაზე, ბოუიმ 100 მეტრზე სპრინტი მეორე ადგილზე დაასრულა. მას მხოლოდ იამაიკელმა ელეინ თომპსონმა გაასწრო. ერთი წლის შემდეგ კი, ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამავე დისტანციაზე ოქროს მედალს დაეუფლა. მას წამის მეასედზე ნაკლებით ჩამორჩა მეორეზე გასული სპილოს ძვლის კუნძულელი მარი-ჟოზე ტა ლუ.