ფეხბურთი

19:30 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ პსჟ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მხარეები კონტრაქტს არ გაახანგრძლივებენ.

მესის გარემოცვამ პსჟ-ს უკვე აცნობეს, რომ ხელშეკრულება, რომელიც 30 ივნისს იწურება, არგენტინელი ფეხბურთელი არ გააგრძელებს. მესი პარიზში ბედნიერი არ არის, ხოლო მას შემდეგ, რაც კლუბმა 2-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ყველაფერი ნათელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ, 71 მატჩში 31 გოლი გაიტანა. არგენტინელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ გუნდში გადავა. საუბარია „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე, მაგრამ ბოლო დროს საუდის არაბეთში გადაბარგებაზეც გავრცელდა ინფორმაცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114234