ფეხბურთი

16:27 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" მცველი: "კვარაცხელია მოძრაობებს სწრაფად ცვლის, ერთ-ერთი უძლიერესია"

ბერგამოს „ატალანტასა“ და იტალიის ნაკრების მცველმა ჯორჯო სკალვინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი სწორედ ბერგამოულ გუნდს გაუტანა.

„ის ჩემს საპირისპირო მხარეს თამაშობდა. მიმართულებას ძალიან სწრაფად იცვლის და ამ თვალსაზრისით ძალიან ძლიერია. ყველა გვეგონა, რომ მაშინვე დაარტყამდა, სამაგიეროდ კი მიმართულება შეიცვალა. ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია და სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“, - თქვა სკალვინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 14-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.118845