ლონდონის „ჩელსის“ მცველმა, კალიდუ კულიბალიმ, ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი თვისებებიდან გამომდინარე, ბრაზილიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
„ნეიმარი პსჟ-სთან თამაშისას გავიცანი. ის ძალიან კარგია ბურთთან, აქვს შესანიშნავი დრიბლინგი, ძალიან ჭკვიანია, ხშირად მიდის მოტყუებაზე.. ვფიქრობ, ეს საშუალებას აძლევს მას იყოს ერთ-ერთი საუკეთესო.“ - ციტირებს კულიბალის სიტყვებს Goal.
31 წლის ნეიმარმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ის მაისურით 29 მატჩში 18 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახლა ბრაზილიელი თავდამსხმელი ტრავმირებულია და დაბრუნებას მხოლოდ მომავალ სეზონში შეძლებს. ნეიმარის კონტრაქტი პსჟ-სთან 2025 წლამდეა ძალაში.