ფეხბურთი

10:12 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვარდი პრემიერლიგის გოლების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა

„ლესტერის“ თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ, პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩში „ლესტერსა“ და „ევერტონს“ შორის (2:2), გოლი გაიტანა. ამრიგად, თავდამსხმელი ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა აქტიურ მოთამაშეებს შორის.

მერსისაიდელების წინააღმდეგ, ვარდიმ 33-ე წუთზე ჯეიმს მედისონის პასით გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა თავისი გუნდის სასარგებლოდ. მანამდე 36 წლის თავდამსხმელი პრემიერლიგაში შარშანდელი ოქტომბრიდან არ გამორჩეულა. და მხოლოდ გასულ კვირას, მოახერხა „ლიდსთან“ გატანა.

ინგლისელი შემტევი ბომბარდირთა რეიტინგში მხოლოდ „ლივერპულის“ მოჰამედ სალაჰს (137 გოლი) და „ტოტენჰემის“ ჰარი კეინს (208) ჩამორჩება. თავად ვარდის 136 გოლი მოუგროვდა.

ვარდი „ლესტერ სიტიში“ 2012 წლიდან თამაშობს. ჯამში მას 169 გოლი აქვს გატანილი „მელიების“ შემადგენლობაში.

0.133191