ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ესპანური კლუბი არ უნდა მონაწილეობდეს.
ტებასის აზრით, ლა ლიგის მე-4 გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ტურნირის განვითარებაში არ ეხმარება.
„2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ამოქმედდება, მაგრამ სხვა ტიპის მოდელზე მუშაობა უნდა დაიწყოს, რომელიც საშუალებას მისცემს ეროვნული ჩემპიონების ტურნირში ჩართვას ყველა კუთხიდან. მე ლა ლიგას წარმოვადგენ, მაგრამ მეოთხე ესპანური კლუბით ჩემპიონთა ლიგა არ უმჯობესდება. თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ესპანეთიდან ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი კლუბის გასვლას, ისევე, როგორც პრემიერლიგიდან, ბუნდესლიგიდან და სერია A-დან სხვა პატარა ლიგების გუნდების ხარჯზე“, - თქვა ტებასმა.