ინგლისის პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტი“ გალიდერდა! პეპ გვარდიოლას გუნდმა 33-ე ტურში ლონდონის „ფულჰემს“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და „არსენალს“ გადაასწრო.
პირველ ტაიმში ერლინგ ჰოლანდმა პენალტით ანგარიში გახსნან და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 50-ე გოლი შეაგდო! მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს ხულიან ალვარესმა გაიტანა და „სიტიმ“ მერე ანგარიში შეინარჩუნა. „მანჩესტერ სიტიმ“ 76 ქულა დააგროვა, „არსენალს“ ქულით გაასწრო და ამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, ასე რომ, ყველაფერი მის ხელშია.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში დიდი ალბათობით, ბრძოლა დასრულებულია. „მანჩესტერმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ საოცარი სერია შეუწყვიტა და ბრუნო ფერნანდეშის გოლით დაამარცხა, ხოლო „ნიუკასლი“ „საუთჰემპტონთან“ აგებდა, თუმცა კალუმ ვილსონის დუბლით დააქამბექა და მოიგო.
შედეგად, „მანჩესტერს“ 65 ქულა აქვს, „ნიუკალს“ 63 და ოთხეულში მშვიდად არიან, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერულმა“ ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა და მეხუთე ადგილზე გადავიდა.
იურგენ კლოპის გუნდმა „ტოტენჰემს“ თრილერში აჯობა. „წითლები“ მე-15 წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ და თითქოს იოლად უნდა ემარჯვათ, მაგრამ შემდეგ „ტოტენჰემმა“ ფრთები გაშალა, ჰარი კეინის, ჰონ-მინ სონისა და რიშარლისონის გოლებით გაათანაბრა. თუმცა... რიშარლისონის გოლიდან ერთ წუთში დიოგო ჟოტამ გაიატანა და „წითლებმა“ მოიგეს, თანაც ეს ხდებოდა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში.
„ლივერპული“ 56 ქულით მეხუთეა, მაგრამ „ნიუკასლს“ 7 ქულით ჩამორჩება და თან თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, რაც კლოპის გუნდის სიტუაციას ძალიან ართულებს.
„ფულჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 ჰოლანდი (3, პენ), 1:1 ვინისიუსი (15), 1:2 ალვარესი (36)
„მანჩესტერი“ – „ასტონ ვილა“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (39)
„ნიუკასლი“ – „საუთჰემპტონი“ 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 არმსტრონგი (41), 2:0 ვილსონი (54), 2:1 უოლკოტი (79, ა.გ), 3:1 ვილსონი (81)
„ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ 4:3 (3:1)
გოლები: 1:0 ჯონსი (3), 2:0 ლუის დიასი (5), 3:0 სალაჰი (15), 3:1 კეინი (39), 3:2 სონი (77), 3:3 რიშარლისონი (90), 4:3 დიოგო ჟოტა (90)