ფეხბურთი

18:07 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ 2 მოგების შემდეგ "ვალენსია" კონკურენტთან დამარცხდა და ისევ მძიმე სიტუაციაშია (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ კონკურენტ „კადისთან“ დამარცხდა, რის შედეგადაც, სიტუაცია კიდევ უფრო დაუმძიმდა.

39-ე წუთზე გონსალო ესკალანტემ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, 46-ე წუთზე კი სერხიო გვარდიოლამ სხვაობა გააორმაგა. ორივე შემთხვევაში გოლები დაცვის ბრალი იყო, მამარდაშვილს არაფრის გაკეთება შეეძლო. 51-ე წუთზე „კადისის“ მეკარის უხეში შეცდომით სამუელ ლინომ ისარგებლა, რომელმაც სხვაობა შეამცირა, მაგრამ რუბენ ბარახას გუნდმა დარჩენილ დროში სიტუაცია ვერ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს სტუმრებს 2 რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, მარცხი განიცადეს.

შედეგად, „კადისმა“ „ვალენსიას“ 2 ქულით გაასწრო, ხოლო ქართველი მეკარის გუნდს 33 ქულა დარჩა და მე-17 ადგილზე დაქვეითდა, გასავარდნი ზონის ზღვარზე. „ღამურების“ საქმე ძალიან მძიმედაა, არადა, გუნდს ამ ტურის წინ ბოლო ორი მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, გავარდნის საფრთხე ძალიან რეალურია.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში 39 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი მხოლოდ 6-ჯერ მოახერხა, რაც ძალიან სუსტი დაცვის ბრალია. „ვალენსია“ მომდევნო ტურში 3 მაისს, „ვილიარეალს“ „მესტალიაზე“ უმასპინძლებს.

0.073681