სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მეათე ტურში „უსლან ჰიუნდაიმ“ „გვანჯუ“ 2:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი გოლი გაიტანა.
ვაკო არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 82-ე წუთზე მისმა გუნდმა გოლი გაუშვა და მარცხდებოდა. 5 წუთის მერე კი ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა მეორე შეაგდეს და მოიგეს.
ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთკორეის ჩემპიონატში მეცხრე მატჩში მეორე გოლი გაიტანა.
„ულსან ჰიუნდაი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 5 მაისს, „დეგუს“ ესტუმრება.