თბილისში მიმდინარე 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარა წოლჭიმში, თემო დადიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის მეორე დღეს, საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრები გუნდის წევრმა (65კგ).წონით კატეგორიაში იასპარეზა, 115 კილოგრამი დაძლია და პირველობა არავის დაუთმო.
დედაქალაქში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები გამოსვლას კიდევ აგრძელებს. პარა წოლჭიმში თბილისი 2023 მსოფლიო თასი პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის წინასაკვალიფიკაციო ეტაპია.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აჰმად რაზმაზარი ჩემპიონი გახდა, ხოლო მესამე პოზიციაზე შოთა ომარაშვილი გავიდა. ხვალ კი ქართველი სპორტსმენები საპრიზო ადგილებზე გასვლას მძიმე წონაში ეცდებიან.