ფეხბურთი

0:00 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის მე-20 გოლი ლიგა 2-ში, "მეცი" "ბორდოს" ჩამორჩა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ შინ „პარიზს“ ვერ მოუგო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა ისევ გაიტანა.

„მეცი“ მე-13 წუთზე გაშვებული გოლით აგებდა, თუმცა 5 წუთში გიორგიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და ლიგა 2-ში მე-20 გოლი მიითვალა. დარჩენილ დროში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერ გაიტანეს.

მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 32 მატჩში 20 გოლით ლიდერობს, „მეცი“ კი 59 ქულით მესამე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩა „ბორდოს“, რომელმაც ამ ტურში მოიგო.

ჟირონდელებმა გასვლაზე „ვალანსიენს“ 2:0 აჯობეს. ზურიკო დავითაშვილმა 81-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ამჯერად გოლი ვერ გაიტანა. „ბორდო“ 62 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 მაისს, „კაენს“ უმასპინძლებს, ხოლო „მეცი“ იმავე დღეს „ნიორს“ ესტუმრება.

0.113042