იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერის საინტერესო დეტალზე ინფორმაციას ავრცელებს და ასევე იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისი მისით დაინტერესებულ კლუბებს ზაფხულში უარით გაისტუმრებს.
„ეს შესაფერისი მომენტია, ომია, კვარა რუსეთს ტოვებს და საქართველოში ბრუნდება, მაგრამ იქ დარჩენას არ აპირებს“, - უთხრა კრისტიან ძაკარდომ პარმაში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობის დროს აურელიო დე ლაურენტისის ვაჟს, ედოარდო დე ლაურენტისს.
გარდა ამისა, იტალიური გამოცემა იმასაც წერს, რომ დე ლაურენტისი ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს: „ნაპოლი“ მოუსმენს შეთავაზებებს, რომლებიც კლუბში შემოვა, მაგრამ ყველას ეტყვის: „არა, მადლობა“. შემოდგომაზე კი კონტრაქტის განახლებაზე საუბარი დაიწყება“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.