ფეხბურთი

15:35 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი "ხეტაფეს" მწვრთნელად დაინიშნა

„ხეტაფეს“ მთავარ მწვრთნელად ხოსე ბორდალასი დაინიშნა. ესპანური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ბორდალასი „ხეტაფეში“ 2016-2021 წლებში უკვე მუშაობდა, ამრიგად, მადრიდულ გუნდში დაბრუნდა. ბოლოს ის „ვალენსიას“ ავარჯიშებდა, რომელიც გასულ სეზონში ესპანეთის თასის ფინალში გაიყვანა. სწორედ ბორდალასმა მისცა შანსი „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილს და ქართველი ესპანური კლუბის პირველ მეკარედ აქცია.

აქვე გეტყვით, რომ „ხეტაფე“ ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე 31 ქულით ადრე გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზეა და მისი ერთ-ერთი კონკურენტი „ვალენსიაა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114274