იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლის“ მატჩის თარიღიც შეიცვალა. მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ – „სალერნიტანა“ ერთი დღით გადაწიეს, Lega იძულებული გახდა, ნეაპოლელთა მომდევნო შეხვედრის ჩატარებიც დროც შეეცვალა.
„უდინეზე“ – „ნაპოლის“ მატჩი, რომელიც თავდაპირველად 2 მაისს იყო დაგეგმილი, 4 მაისს გაიმართება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ სკუდეტოს მოგების დიდი ალბათობის და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, „ნაპოლი“ – „სალერნიტანას“ შეხვედრა 29 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილს გაიმართება.