ფორმულა 1-ის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის დიდი პრიზიდან მოყოლებული, შაბათის სპრინტ რბოლებზე, კვირის რბოლების სასტარტო განლაგება აღარ გამოვლინდება. სპრინტი ცალკე რბოლად დარჩება, პარასკევის საკვალიფიკაციო რბოლის გამარჯვებული კი პოულის მფლობელი გახდება და კვირის რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს.
FIA-ს ფორმულა 1-ის კომისიამ, ათივე გუნდთან ერთად ჩაატარა კენჭისყრა, რომლის შედეგადაც, სპრინტ რბოლების ახალი ფორმატი დამტკიცდა. ამიერიდან, შაბათის სპრინტის განლაგებისთვის, ცალკე კვალიფიკაცია ჩატარდება, რომელიც სპრინტის სასტარტო განლაგებას გამოავლენს. სპრინტი 100-კილომეტრიანი რბოლა იქნება, რომლის რვა საუკეთესო პილოტიც, ქულებს მიიღებს.
პარასკევის საკვალიფიკაციო რბოლა ისევ სამ ნაწილად ჩატარდება. პირველი 12 წუთი გაგრელდება, მეორე და მესამე ნაწილი კი 10-წუთიანები იქნება. პირველ ორზე პილოტები მხოლოდ მედიუმ საბურავებით იასპარეზებენ, მესამე ფაზაში კი სოფტებით რბოლის საშუალება მიეცემათ.
ბაქოს გარდა, სპრინტ რბოლები ასევე ავსტრიაში, ბელგიაში, კატარში, ოსტინსა (აშშ) და ბრაზილიაშიც გაიმართება.