წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტურში „დინამო თბილისმა“ „ვულიაგმენის“ უმასპინძლა და 9:14 დამარცხდა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, პირველი პერიოდი 3:2 მოიგო კიდეც, მაგრამ შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, რომლებმაც მეორე პერიოდში 5:1 იმარჯვეს. მართალია, მესამე მეოთხედში ისევ „დინამომ“ აჯობა მეტოქეს, მაგრამ ბოლო პერიოდში კვლავ „ვულიაგმენი“ იყო უკეთესი.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ A ჯგუფში, სადაც 8 გუნდი ასპარეზობს, 2 მოგებით და 10 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 მაისს, ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ სტუმრად შეხვდება.
„დინამო თბილისი“ – „ვულიაგმენი“ 9:14 (3:2, 1:5, 3:2, 2:5)