ფეხბურთი

12:53 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა ილონ მასკს მიმართა

პსჟ-ის მცველმა, სერხიო რამოსმა, ტვიტერის ახალ მფლობელს, ილონ მასკს მიმართა და შესთავაზა, მოსპოს სიძულვილის ენა, რომელითაც სავსეა სოციალური ქსელი. ესპანელმა კომენტარებს სქრინშოთებიც დაურთო, სადაც ჩანს, რომ მომხმარებლები მას და მის ოჯახს სიკვდილს უსურვებენ და ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებენ.

„იძულებითი გადახდები და ფულის გამომუშავება სტრატეგიაა. მაგრამ არის კიდევ ერთი საშუალება, სადაც შეგიძლიათ სიძულვილის აღმოფხვრა, მეტი პატივისცემის წახალისება კომუნიკაციისას. უბრალოდ ტვიტერიც უკეთესი გახდება. “ - წერს რამოსი.

ამიერიდან ცნობილ ადამიანებს ყოველთვიურად 8 დოლარის გადახდა მოუწევთ ტვიტერის პროფილის დასადასტურებლად.

0.113459