ფეხბურთი

13:39 | 24.04.2023 | ნანახია 2656 - ჯერ

მარკიზიო: "გატი კვარაცხელიაზე უხეშობისთვის ალბათ გაძევებასაც იმსახურებდა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიასთვის სახეში ჩარტყმისთვის ფედერიკო გატი მინიმუმ ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ გაძევებაც შეიძლებოდა.

„გატის დარტყმა მინიმუმ ყვითელი ბარათი იყო, მერე კი VAR-ზე გადამოწმებით ასევე შეიძლებოდა წითელი ბარათის ჩვენებას. დი მარიას გოლზე მილიკის მხრიდან ჯარიმა არ იყო, პოლონელი ცდილობდა ლობოტკაზე დასწრებას, ასეთი შეხება არასდროსაა ჯარიმა“, - თქვა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება მომდევნო ტურშივე შეუძლია თუ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ხოლო „ლაციოს“ სტუმრად „ინტერთან“ ვერ გაიმარჯვებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:26 | 24.04.2023
Mamfo (12)

Napoli imsaxyrebda mogebas.gatim xvichas daundoblad chaartka - Citel barats ashkarad imsaxyrebda, msajma daindo.

17:27 | 24.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ეგ არ ვიცი მაგრამ იუვეს არჩათვლილი გოლი ცოტა საკამათო იყო

15:28 | 24.04.2023
Kobe Bean (21683)

გასაგდები არა იხვი,პატარა წამოუტყაპუნა ყურის ძირში)))მაქსიმუმ ყვითელი იყო ეგ მომენტი გატისთვის.დიმარიას გოლი კი ჩასათვლელი იყო და მოიგებდა იუვე ამ თამაშს.არაფერში არ ჭირდება ნაპოლის ასეთი ქულების აღება და სალაპარაკოდ გახდომა როცა ისედაც ჩემპიონია

0.11873