„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ჯაკომო რასპადორიმ „იუვენტუსთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მხოლოდ იმ ქულების მოპოვებაზე ფიქრობენ, რაც სკუდეტოს გასაფორმებლად ჯერ კიდევ საჭიროა.
„ბედნიერი ვარ, ეს არის ემოცია, რომლის გადმოცემა შეუძლებელია. ბოლო წუთამდე ვცდილობდით გამარჯვებას და შემდეგ ჩემი დარტყმის დროც მოვიდა. ეს არის გოლი, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრს ნიშნავდეს და უდიდესი სიხარული მოგვანიჭა. ტრავმის შემდეგ მძიმე მომენტი გამოვიარე, მაგრამ გუნდში ყველამ მაჩვენა, რომ ყველას ვუყვარვარ.
ახლა მხოლოდ იმ ქულების მოპოვებაზე ვფიქრობთ, რაც ჩემპიონობისთვის კიდევ გვჭირდება იმ ოცნების ასასრულებლად, რაც სეზონის დასაწყისიდან თავში გვაქვს“, - თქვა რასპადორიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს და 5 ქულა სჭირდება ჩემპიონობისთვის, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ „ლაციო“ ყველა მატჩს მოიგებს. არსებობს შანსი, რომ „აძური“ მომდევნო ტურში გაჩემპიონდეს, თუ თვითონ „სალერნიტანასთან“ მოიგებს, ხოლო „ლაციო“ „ინტერს“ სტუმრად ვერ დაამარცხებს.