ფეხბურთი

1:47 | 24.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" შეიძლება მომდევნო ტურში გაჩემპიონდეს: ამისთვის ორი რამ არის საჭირო

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ლუჩანო სპალეტის გუნდს მხოლოდ 5 ქულა სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „ლაციო“ სეზონის ბოლომდე ყველა თამაშს მოიგებს.

თუმცა, ნეაპოლელები შეიძლება მომდევნო ტურში გახდნენ ჩემპიონები და ეს ძალიან მარტივ ვარიანტში მოხდება:

„ნაპოლი“ 29 აპრილს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ თუ მოგებს, ხოლო „ლაციო“ 30 აპრილს „ინტერს“ სტუმრად ვერ დაამარცხებს (ფრის ან წაგების შემთხვევაში) ნეაპოლიტანელები ისტორიაში მე-3 სკუდეტოს მოიგებენ, რომელსაც 33 წელი ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 7 ტურით ადრე „ნაპოლის“ 78 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს.

ახლა, ყველა მომდევნო კვირას ელოდება, ნეაპოლშიც და საქართველოშიც - პირველსავე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით „ნაპოლი“ დაუვიწყარ ტრიუმფთან ხელშესახებ მანძილზეა.

0.117787