ხამეს როდრიგესმა შესაძლოა კარიერა ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელოს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.
უცხოური მედიის ცნობით, 31 წლის კოლუმბიელს ბრაზილიური „ბოტაფოგო“ ეპატიჟება და მხარეებს შორის კონტრაქტის გაფორმების დიდი შანსია.
შეგახსენებთ, რომ ხამესმა კარიერის საუკეთესო წლები „პორტუში“, „მონაკოსა“ და „რეალში“ გაატარა, თუმცა, ის მოლოდინი, რომელიც მის მიმართ იყო, შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ვერ გაამართა.