ფეხბურთი

10:25 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას "იუვენტუსთან" რეკორდის დამყარების შანსი აქვს

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლი“ დღეს „იუვენტუსს“ სტუმრად დაუპირისპირდება, ხვიჩა კვარაცხელიას კი საინტერესო რეკორდის დამყარების შანსი აქვს.

Opta-ს ცნობით, 1994-1995 წლების სეზონიდან, მას მერე, რაც გუნდებს თითოეულ გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ, „ნაპოლის“ არცერთ ფეხბურთელს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჩატარებულ საწყის ორივე მატჩში გოლი არ გაუტანია.

კვარამ „იუვესთან“ პირველად 13 იანვარს ითამაშა (5:1) და გოლი გაიტანა (ამასთან 2 საგოლე პასიც გააკეთა), ასე რომ, თუ დღესაც გაიტანს, „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც „ბებერი ქალბატონის“ კარში საწყის ორივე თამაშში გოლი ექნება გატანილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონობისთვის დარჩენილ 8 თამაშში 9 ქულის მოპოვება სჭირდება. ესეც ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რადგან „ლაციო“ და „იუვე“ თუ სხვა მატჩებში ქულებს დაკარგავენ, ნეაპოლელებს სკუდეტოს მოსაგებად 9 ქულაც აღარ დასჭირდებათ.

0.112464