ფეხბურთი

0:16 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" დამარცხდა: "ნაპოლის" ჩემპიონობისთვის 9 ქულაც ეყოფა

„ნაპოლი“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა, მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს 31-ე ტურში ჯერ კიდევ არ უთამაშია.

სამაგიეროდ, ითამაშა მეორეადგილოსანმა „ლაციომ“, რომელმაც „ტორინოსთან“ შინ 0:1 წააგო. ეს იყო მაურიციო სარის გუნდის პირველი წაგება 11 თებერვლის შემდეგ. შედეგად, დარჩენილ 8 ტურში „ნაპოლის“ 9 ქულა ეყოფა, რომ სკუდეტო მოიპოვოს.

სეზონის ბოლომდე „ლაციომ“ ყველა თამაში რომ მოიგოს, 82 ქულა ექნება, ხოლო „იუვენტუსს“ სეზონის დასრულება მაქსიმუმ 83 ქულით შეუძლია. ლუჩანო სპალეტის გუნდს კი ამჟამად 75 ქულა აქვს, ასე რომ, 84 ქულის მოპოვების შემთხვევაში, ყველა ვარიანტში ჩემპიონი გახდება.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ ისტორიაში ორჯერ იყო იტალიის ჩემპიონი, 1987 და 1990 წლებში. შესაბამისად, ნანატრ სკუდეტოს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იგებს. „აძური“ დღეს, 22:45 საათზე ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

0.119185