„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ჯაკომო რასპადორიმ Radio Kiss Kiss Napoli-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც კომენტარის გაკეთება ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციაზეც სთხოვეს.
„კვარას მწუხარება ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ? მან, ისევე როგორც ყველა ჩვენგანმა აჩვენა, რომ ყოველთვის სურს საკუთარ თავს აჯობოს და თავის საზღვრებს გასცდეს. ეს მონდომება არსებობს მისი და ყველა ჩვენგანის მხრიდან. მოუთმენლად ველოდებით მოედანზე დაბრუნებას“, - თქვა რასპადორიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს უახლოეს ტურში 23 აპრილს, „იუვენტუსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.