ფეხბურთი

14:28 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი სამხრეთკორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ულსან ჰიუნდაი“ მარცხისგან ვაკო ყაზაიშვილმა იხსნა.

ულსანელები „პოჰანგთან“ შინ 0:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ თამაში გადაარჩინეს - 2:2. გამათანაბრებელი გოლი 90-ე წუთზე ვაკომ გაიტანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.

„ულსან ჰიუნდაი“ 8 ტურის შემდეგ 19 ქულით ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ 6 მოგება ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორ ტურში ვერ მოიგო და კონკურენტებს მიახლოების საშუალება მისცა, მომდევნო ტურში კი 25 აპრილს, „ინჩჰეონს“ ესტუმრება.

0.116605