სხვა

18:31 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანი საფრანგეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ეტლით ფარიკაობაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველმა პარამოფარიკავემ ხმლით ფარიკაობაში პირველობა არავის დაუთმო. მან ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე ანგარიშით 15:2 დაამარცხა, ფინალურ ასპარეზობაში კი ტაილანდელ საისუნ იანას 15:12 მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე ტურნირზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი განაგრძობენ ბრძოლას მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.

0.124